Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"1000 ლარიან ხელფასზე დაგროვებული პენსია საშუალოდ 500 ლარი იქნება"

59f8361c62ca1
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 12:35
890
"საშუალოდ 1000 ლარიან ხელფასზე, რომელსაც 30 წლის განმავლობაში აგროვებთ, დაახლოებით 500 ლარი იქნება თქვენი პენსია, საბაზისო პენსიის გარეშე“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ზუსტი დათვლები არ არის რამდენადაც შეასძლებელია განსხვავებული იყოს ხელფასი, ასევე განსხვავებული იყოს დაგროვების წლები და ის თუ რა რისკიანობის ინვესტიციას ირჩევს დასაქმებული.

მისი განმარტებით, დაგროვებული პენსიის გამოტანა შესაძლებელია რამდენიმე შემთხვევაში, - თუ ადამიანი გარდაიცვლება მისი დანაზოგი შეუძლია მემკვიდრეობით მიიღონ მემკვიდრეებმა. ასევე გამონაკლისია ის შემთხვევაც, როდესაც ადამიანი კარგავს შრომისუნარიანობა ან უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე.

სხვა შემთხვევებში, მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ შეუძლიათ მომხმარებლებს საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხის გატანა. ნინო ჯავახაძის თქმით, ასევე არის მცირე ლიმიტირებული შემთხვევები, მაგალითად თუ ადამიანმა 63 წლის ასაკში გადაწყვიტა დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა და მხოლოდ 2 წლის განმავლობაში დააგროვა პენსია, შეუძლია პენსიაზე გასვლისთანავე ეს თანხა სრულად გამოიტანოს.

ნინო ჯავახაძის განმარებით, ყოველთვიური პენსია განისაზღვრება სპეციალური პროგრამის მეშვეობით რომელიც იანგარიშებს კონკრეტული პირის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.