Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა აჩვენა #BAG-ის ბიზნესის განწყობების კვლევამ ?

BM.GE
17.06.21 12:41
404
საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით აპრილში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა. კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებასა და მოლოდინს ემყარება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოკითხვის თანახმად, მეორე კვარტალში ბიზნესი არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიურად აფასებს, თუმცა ბიზნესის მოლოდინი ოპტიმისტურია. საერთო ჯამში, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია და აღმასვლის მეოთხედში ხვდება.

სტუმარი : ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.