23.Dec .2021 12:25

რა აჩვენა BAG-ის ინდექსმა?

134
Back

ბიზნესის განწყობა და შესაბამისად მოლოდინები გაუმჯობესებულია - ამას BAG ინდექსის მეოთხე კვარტლის შედეგები ადასტურებს. ამავე დროს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის კლიმატის ინდექსის თანახმად, კომპანიების 47% მომდევნო 6 თვეში ლარის გაუფასურებას ელის. 

2021 წლის IV კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ მიზეზებზე საუბრისას ბიზნესი ხუთ ფაქტორს შორის სწორედ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს, ასევე გამოწვევაა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა და პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე. 

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.