Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა აჩვენა BAG-ის ინდექსმა?

BM.GE
22.12.22 12:43
114
BAG ინდექსის მეოთხე კვარტლის განახლებული მონაცემები გვაქვს, რომელშიც როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში ახალი ტენდენცია შეინიშნება. 

თუ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ბიზნესი მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას მიიჩნევდა, მიმდინარე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 60%-ის მიერ უმთავრეს პრობლემად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დასახელდა. 

ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა. კონკრეტულად რა ტიპის პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესები და რა განსხვავებაა, თუ არის ასეთი სექტორების მხრივ ამაზე სტუმრებთან ერთად უნდა ვისაუბროთ. ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ხიშტოვანი, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი შემოგვიერთდნენ. 

თავის მხრივ BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას ემყარება და BAG ინდექსი საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;