Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა აჩვენა სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის კვლევამ?

BM.GE
16.06.22 11:28
231
სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვაზე დაპირებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის თანახმადაც პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. კერძოდ, ბაზარზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერი, ბაზრის მოცულობა 12 მლრდ ლარზე მეტია და ყველაზე მსხვილი რითეილერის შემოსავლები, ჯამური შემოსავლების 5%-ზე ნაკლებია. 

კვლევაში ნათქვამია, რომ შინამეურნეობების სასურსათო ხარჯების წილი მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 2017 წლიდან იზრდება და 2021 წლის მონაცემებით უკვე 50%-ს აღწევს. შინამეურნეობების ხარჯების ზრდა კი განპირობებულია სასურსათო საქონელზე ფასების მაღალი ზრდით. 

რატომ იზრდება შინამეურნეობების დანახარჯები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და რისგან შედგება დახლზე წარმოდგენილი ფასი? 

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი;
თემურ ალექსანდრია - "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი.