Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა აფერხებს სადაზღვევო სექტორის განვითარებას?

BM.GE
11.04.23 17:02
90
კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 18% სარგებლობს. ბოლო 1 წელიწადში კერძო სადაზღვევო პაკეტის მფლობელთა რაოდენობა 44 199 გაიზარდა, რაც მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით 1 პროცენტული პუნქტით ზრდაა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობა 682 152 შეადგენდა. სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის პორტფელი კი, 375 მლნ ლარია. ბაზრის 26% "ჯიპიაი ჰოლდინგზე" მოდის, რომელსაც 98.1 მლნ ლარის პრემია აქვს ამ სექტორში მოზიდული; მეორე ადგილს ბაზრის 18%-იანი წილით "იმედი L" იკავებს. კომპანიის პორტფელი 67.9 მლნ ლარია. 67 მილიონიანი პორტფელით სამეულშია "არდი". რა ტენდენციებია სადაზღვევო ბაზარზე და რა აფერხებს განვითარების სწრაფ ტემპს?

სტუმარი: მიხეილ ჯაფარიძე - სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი;