Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ალტერნატივები აქვს ევროპას რუსული გაზი ჩაანაცვლოს?

BM.GE
14.07.22 16:30
266
ევროპა რთული ზამთრისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული გაზის აკრძალვის საკითხი ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტშიც ვერ მოხვდება, Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობს, თუმცა როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პერტ ფიალა აცხადებს, წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ. ჩეხეთის პრემიერის თქმითვე, ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ Nord Stream 1-ის გაზსადენიდან გაზის მიწოდება შესაძლოა, არ განახლდეს და ალტერნატივა ეძებოს, რომელიც შემდეგ წევრ ქვეყნებზე გადანაწილდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად, შესაძლოა, განიხილონ გაზის ერთობლივი შესყიდვაც. ევროკავშირის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაზოგონ ენერგია ზაფხულში, რათა ზამთარში შეფერხება თავიდან აიცილონ. რა გამოწვევების წინაშე დგას ევროპა და რუსული გაზის რა ალტერნატივები არსბობს?

სტუმარი: მურმან მარგველაშვილი -„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) დამფუძნებლი