Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა არის ინვესტორების ინტერესი ენერგეტიკულ ბირჟაზე?

BM.GE
16.11.21 15:17
361
2022 წლის 1 იანვრიდან ბირჟა ელექტროენერგიით ვაჭრობის დასაწყებად მზად არის - ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ Forbes Talks–თან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ბაზარზე სატესტო რეჟიმში ვაჭრობა აპრილიდან მიმდინარეობს და პერიოდულად, სავაჭრო სუბიექტები გამოცდებსაც აბარებენ, რომ იანვრიდან სისტემა სრულყოფილად ამუშავდეს. შეგახსენებთ, რომ ამ პლატფორმის ამოქმედება 1 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა მონაწილეთა არასათანადო მზაობის გამო 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. რომელი ელექტროსადგურები გამოიტანენ თავისუფალ ბაზარზე ელექტროენერგიას და რა რისკები ახლავს ბირჟის მუშაობას, რაც ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია?