Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანგლიკანური ეკლესია ბრიტანეთს მობილური და ინტერნეტ-კავშირის გაუმჯობესებაში დაეხმარება

5a8bc9d030359
BM.GE
20.02.18 11:09
969
საკომუნიკაციო პროვაიდერები, დიდი ბრიტანეთის ეკლესიებს, სოფლის მოსახლეობის მობილური და ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფისთვის გამოიყენებენ. BBC-ის ინფორმაციით, ამის თაობაზე შეთანხმება ბრიტანეთის მთავრობამ და ანგლიკანურმა ეკლესიამ გააფორმა.

მთავრობამ განაცხადა, რომ ეპარქიებს და მობილურ და ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის კომერციული კონტაქტები გაფორმდება. სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
ანგლიკანური ეკლესიების ორი მესამედი სოფლებშია განთავსებული და მათი სახურავების გამოყენება, გააუმჯობესებს მობილური კავშირის ხარისხს, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიის და სპორტის სამინისტროში. მინისტრი, მეთ ჰენკოკი კი თვლის, რომ XV საუკუნის შენობებიც კი ბრიტანეთს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ 120 ეკლესია ბრიტანეთში უკვე თანამშრომლობს კავშირგაბმულობის კომპანიებთან და მათ სახურავებზე დამონტაჟებული ანტენებით და თანამგზავრული თეფშებით, მობილური და ინტერნეტ-კავშირის უზრუნველყოფა ხდება.

ბრიტანეთის მედიამარეგულირებლის, Ofcom-ის ინფორმაციით, 4G ინტერნეტ-კავშირი, ამჟამად ბრიტანეთის ტერიტორიის 43%-ზეა ხელმისაწვდომი, ხოლო მობილური კავშირი - 70%-ზე.