08.May .2022 23:33

რა არის Step'n და ღირს თუ არა მასში ინვესტირება?

576
Back

აპლიკაცია StepN-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე, საზოგადოების ნაწილი მაინც სკეპტიკურად რჩება განწყობილი მის მიმართ და არცთუ უმიზეზოდ. კრიპტოსამყაროს, განსაკუთრებით კი მსგავსი ჟანრის თამაშების მიმართ ნდობის ჩამოყალიბება გარკვეულ დროს და წონად არგუმენტებს მოითხოვს, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ მომავლის პერსპექტივად რჩება. Google Trends-ის მონაცემებით, ძიებებს შორის Step'n 'NFT ბოტასი' ყველაზე პოპულარული საქართველოშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიან ინტერნეტძიებებს შორის Stepn-ის 'NFT ბოტასს' ყველაზე მაღალი წილი საქართველოში უჭირავს, ვიდრე - სხვა ქვეყნებში. პარალელურად, საქართველოში მასთან დაკავშირებული სტარტაპ-კომპანიებიც იწყებენ ოპერირებას და მაგალითად, თქვენს ნაცვლად შესაძლოა სხვამ ირბინოს, ან გეხმარებიან ბოტასის წორად შეძენაში. მოკლედ, აპლიკაციის ირგვლივ უდიდესი ქსელი იქმნება. აქვს თუ არა მომავალი Step'n-ს და ღირს თუ არა ინვესტიციის ჩადება მასში?