Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა დაგიჯდებათ ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორება?

BM.GE
27.03.23 08:34
80
გარემოზე ზეგავლენის შემცირების, ჯანსაღი გარემოსთვის და უსაფრთხოების მოტივაციით მათ შორის, გასულ კვირაში პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით - ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში არ ითვალისწინებდა. რამდენის გადახდა მოუწევთ მძღოლებს ამიერიდან?