Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ეფექტი ექნება ლიბერთის ახალ აგროპროექტს მეთხილე ფერმერებზე?

BM.GE
27.09.22 10:17
137
ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ინოვაციური საპილოტე პროგრამის დაწყებას, კერძოდ მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID/Georgia-ს და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მიერ არის ინიცირებული. საპილოტე პროგრამისთვის თხილის კულტურა შეირჩა, ხოლო პროგრამაში მონაწილე მხარეებად - ლიბერთი ბანკი და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია. ახალი აგროპროექტის ფარგლებში, ლიბერთი ბანკმა ფაქტორინგის ფორმა შეარჩია, რომელიც მეთხილე ფერმერების გამარტივებული ფორმითა და უმოკლეს ვადაში დაფინანსების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. 

სტუმრები: ვაჟა მენაბდე - ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი;
მერაბ ჭითანავა - საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.