Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ეფექტს მოიტანს სოცდაუცველების სამინისტროებში დასაქმება?

BM.GE
17.02.22 13:05
337
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პოლიტიკა შემუშავებულია. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებამ საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად აწ უკვე ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაუშვა, რის შემდეგადაც გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე მათი დასაქმების ადგილი მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიები იქნებიან, რომელმაც ჯამში 50 ათასამდე სამუშაო ადგილი უნდა შექმნან, უფრო მეტიც, წლის ბოლომდე შესაძლოა ეს რაოდენობა 100 ათასადეც კი გაიზარდოს. 

როგორც მოგვიანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, სამუშაო კადრების დეფიციტია ისეთ ადგლებში როგორიცაა მაგალითად სატყეო სააგენტო, სახელმწიფო პროგორამის ფარგლებში კი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეები როგორც ჩანს სწორედ ასეთ ადგილებზე დასაქმდებიან, თუმცა ამბობენ, რომ იქნება საოფისე სამსახურებიც. 

პროგრამა მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან დაიწყება და სოციალურად დაუცველები, ვინც საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდებიან, სოციალურ დახმარებასთან ერთად, ხელფასის სახით 300 ლარს აიღებენ. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა, ვინც ახლა დასაქმებულია და დახმარებასაც იღებს აუცილებელია რომ ამის შესახებ განაცხადოს. ამის მიუხედავად მათ მომდევნო 4 წელი სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ. ხოლო ის ადამიანები, ვინც უარს იტყვის საზოგადოებრივ შრომაზე ერთი წლის განმავლობაში გადამოწმდებიან.

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ შრომის ბაზრის ახალი შესაძლებლობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცევა. რამდენად მიზნობრივად მოხდება სახელმწიფო რესურსების ხარჯვა და რა ეკონომიკური ეფეტი შეიძლება მივიღოთ „დამსაქმებელი სახელმწიფოსგან“?

სტუმრები: ირაკლი მაკალათია - ეკონომისტი;
სანდრო ურუშაძე - ჯანდაცვის ექსპერტი; ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.