Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეტაპზეა "აჭარა ჯგუფის" პროექტები?

BM.GE
26.11.20 11:21
542
2019 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ - "ინდუსტრიული ქალაქი" გაიმარჯვა და "რადიოქალაქში" 23 მლნ ლარი გადაიხადა. გეგმის მიხედვით, კომპანიას მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი 4 წლის განვალობაში უნდა განეხორციელებინა და 8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. თუმცა რადიოქალაქი არ არის ერთადერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც აჭარა ჯგუფს ჰქონდა დაგეგმილი, ამ ჩამონათვალშია რუმსი აბასთუმანში, სასტუმრო ბათუმში, ციხისძირის პროექტი და კიდევ არაერთი საინტერესო წამოყება, რომელიც მათ სახელს უკავშირდება. რა ეტაპზეა აჭარა ჯგუფის პროექტები?

სტუმარი: ოთო ბერიშვილი - ქოლექტივ დეველოპმენტი - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრი