Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ფასებია საკანცელარიო ნივთებზე?

BM.GE
07.09.22 12:21
174
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 1 კვირა დარჩა, სკოლის დაწყებასთან ერთად მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება საკანცელარიო ნივთების, სასკოლო ჩანთების და ტანსაცმლის შეძენის საკითხი. თუმცა, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია მათი ფასებიც. ბაზარზე არჩევანი დიდია, ფასები კი განსხვავებული. როგორც BMG-ს საქართველოს ბაზარზე არსებულ საკანცელარიო მაღაზიათა ქსელებში უთხრეს, სასკოლო ჩანთების ფასები გასულ წელთან შედარებით 10-15 ლარით ნაკლები ღირს, თუმცა არის ჩანთები, რომელიც 300 ლარსაც სცდება… რა უჯდებათ მშობლებს მოსწავლეების სასკოლოდ მომზადება და როგორი ფასები ხვდებათ მათ საკანცელარიო მაღაზიებში?

სტუმარი: ირაკლი გაგნიძე - "ბიბლუსი ჯგუფი"-ს დირექტორი.