Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგას ღვინის სექტორი?

BM.GE
13.05.22 14:43
327
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ომის დაწყებიდან პირველ თვეს - მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში - 44%-ით, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპაში კი 89%-ით გაიზარდა.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი - 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე. ორივე ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საექსპორტო ბაზრებს თუ შევხედავთ, ღვინის რეალიზაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება და ვალუტის გაუფასურება, ხოლო ადგილობრივი მოხმარება დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე.

რამდენად თანხვედრილია ბიზნესის მოლოდინები თიბისი კაპიტალის პროგნოზებთან და ამ ტიპის ფესტივალებს რა მნიშვნელობა აქვს შექმნილ ვითარებაში?

სტუმარი: ჯონ ვუდერმანი - ღვინის კომპანიის „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელი;