Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა განწყობებს აჩვენებს BAG-ის ინდექსი?

BM.GE
30.06.22 11:25
249
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 67 % აფიქსირებს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები და ყველაზე პრობლემურ თემად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებენ. მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება. 

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;