Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა გარემოსდაცვითი პროექტები დაიწყო Coca-Cola Bottlers Georgia-მ?

BM.GE
09.07.21 09:39
401
„აუცილებელია შევამციროთ უარყოფითი ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე“ – ამ მიზნით „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ახორციელებს პროექტს, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საწარმოო ნარჩენების მართვა და სამაცივრე მეურნეობის მდგრადობა. პროექტის მეორე მიმართულება სამაცივრე მეურნეობების ეფექტური/მდგრადი მართვაა. იმისთვის, რომ საკუთარი სამაცივრე მეურნეობა ქვეყნის მასშტაბით მეტად ეფექტურად იყოს მართული და ნაკლები ზემოქმედება იქონიოს გარემოზე, კომპანიამ თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსი შეიმუშავა.

სტუმარი: გივი კალანდაძე - "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", გარემოსდაცვითი მმართველი;