Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გავლენა აქვს რუს მიგრანტებს უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE
28.09.22 11:41
145
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, რიგი კატეგორიის ფართების ქირავნობა თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია. ფასი გაიზარდა უძრავი ქონების შეძენაზეც. კომპანიები არ გამორიცხავენ, რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ და საქართველოში მიგრანტების ახალმა ნაკადმა ფასები კიდევ უფრო გაზარდოს. 

თიბისი კაპიტალის უახლესი ანგარიშის თანახმად, აგვისტოს მდგომარეობით წლიურად თბილისში ბინის დაქირავება თითქმით 80%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, მისი ღირებულება წლიურად 26.5%-ით გაიზარდა. რა ეფექტი აქვს რუსეთიდან გაზრდილ მიგრაციას?

სტუმარი: გიორგი მჟავანაძე - "თიბისი კაპიტალის" ასოცირებული მკვლევარი;