Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა გავლენას ახდენს დისტანციური მუშაობა ადამიანის ფსიქიკაზე? - ლიკა ბარაბაძე ქალების ნარატივში

BM.GE
02.04.21 12:19
306

დისტანციური მუშაობის გამოწვევები - "ჩვენ თუ არ მოვაწესრიგეთ ჩვენი გარემო, ის თავისით აღარ წესრიგდება“ - ნეიროფსიქოლოფი, გეშტალტთერაპევტი ლიკა ბარაბაძე „ქალების ნარატივში“ 

 

-როგორ აისახება ფსიქიკაზე დისტანციური მუშაობა?    

-გარდა დამატებითი დატვირთულობისა, გამოწვევას ვხედავ, მათ შორის საზღვრების მოშლის თვალსაზრისით, როგორც სივრცეში, ასევე დროში. სამსახურში, სამუშაო გარემო ჩვენზე ზემოქმედებს - ეს ყველაფერი მოგვეშალა. ახლა ვმუშაობთ იქ, სადაც იყო ჩვენი პირადი ადგილი და სხვები არ შემოდიოდნენ. შეიძლებოდა, რომ სამსახური სამსახურში დაგეტოვებინა - კვირაში 2 დღე მაინც ხომ შეგვეძლო. ახლა კი ჩვენს სახლში „შემოდის“ ხალხი, რომელიც იქ არ უნდა იყოს. ვგულისხმობ, თუნდაც ზუმის მეშვეობით. ასევე, მეც ვხედავ ადამიანებს ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ადრე ვერ ვხედავდი, მაგალითად, ზოგიერთი ჩემი სტუდენტის საძინებელი ვიცი როგორ გამოიყურება და ა.შ. ასევე, ძალიან იშლება დროითი საზღვრებიც. ერთი მხრივ, შეიძლება შემოკლდა შეხვედრების დრო, ხანდახან რაღაცებს იმეილებითაც ვაგვარებთ, შეხვედრების გარეშე. მეორე მხრი, ვიწყებთ შეხვედრებს საღამოს 7-ზე, 9-ზე, რაც ადრე არ ხდებოდა, ცაიტნოტს თუ არ ჩავთვლით.

 

-საკუთარი თავისთვის, პირადი სივრცისთვის დროის დათმობას როგორ ახერხებთ?

-ამას ვაბალანსებ მიზანმიმართული დაგეგმარებით. ეს თავისთავად აღარ ხდება. თუ ჩვენ არ მოვაწესრიგეთ ჩვენი გარემო, ის თავისით აღარ წესრიგდება. ჩემთვის პირადი დრო იყო სამსახურამდე მისვლისა და წამოსვლის, შეხვედრებს შორის დასვენებისას თანამშრომლებთან ერთად ყავის დალევის პერიოდიც. ახლა მიწევს ფიქრი იმაზე, დღის განმავლობაში როდის გამოვყო პირადი დრო.

 

-როგორ საზოგადოებას მივიღებთ ამ განსხვავებული რეჟიმის ფონზე?

-შარშან, როცა გარვეული პერიოდით რეგულაციები შემსუბუქდა, თავიდან ესეც გვიჭირდა, 2 კაცზე მეტს რომ ვხედავდით ოთახში, ამაზე რეაქცია გვქონდა, მაგრამ 1 თვეში მაინც საკმაოდ ადვილად ავდაპტირდით, დავუბრუნდით ჩვეულ რიტმს. ესაა მაინც ჩვენთვის ჩვეული. არ მგონია, ძველებურ რეჟიმზე გადაწყობა გაგვიჭირდეს, კარგი იქნება, ახლად გამოტანილი დასკვნებიც თუ გაგვყვება, რომლებიც შეიძლება დიდი ხნის წინ დავიწყებული ჭეშმარიტებები იყო. ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიში, ასევე მიზანმიმართულად ფანჯრის წინ ვმუშაობ ხოლმე, იმის განცდა მაინც მინდა დღე როგორ იცვლება; ეს მეხმარება, რომ არ მოვწყდე რეალურ სამყაროს. ასევე, კარგია, თუ საბავშვო ბაღში ნებისმიერ ამინდში სეირნობენ, გარდა ძლიერი ქარისა. მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ აქ და ამჟამად. როცა ადამიანს შეუძლია ამ მომენტში იყოს, ეს მისი ცხოვრების ხარისხს მაღლა წევს. 

 

-კლიენტებთან ურთიერთობა რას ნიშნავს თქვენთვის?

-ჩვენ ჰორიზონტალური, თანასწორი ურთიერთობები გვაქვს. გეშტალტთერაპიაში გვჯერა, რომ კლიენტმა თავად იცის გამოსავალი, მას უბრალოდ სჭირდება დრო, სივრცე, დაცული გარემო, ის ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც მე ჩემი განათლებიდან გამომდინარე მაქვს. ამიტომაა ის კლიენტი და არა პაციენტი, ან მოსწავლე. მეც მყავს ჩემი თერაპევტი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ მე შემიძლია ადამიანს გვერდით დავუდგე, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს სივრცე, რომ თვითონ წარმართოს თავისი ცხოვრება. 

  

-ვაქცინაციის დაწყებისა და მესამე ლოქდაუნის მოლოდინის ფონი როგორ აისახება საზოგადოებაზე?

-ვაქცინამ გარკვეულ წრეებში განსაკუთრებით, გააჩინა იმედი. კორონავირუსის თვალსაზრისით, ვკითხულობ კვლევებს, გაიდლაინებს და მას მივყვები. მესამედ ჩაკეტვის საკითხიც მოსალოდნელი იყო. ბევრი ეგზისტენციური საკითხი წამოვიდა, გადაფასდა პრიორიტეტები. პირადად მე, ვცდილობ, ვიყო ინფორმირებული. კოვიდის მართვის ჯგუფის პლატფორმაც მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთს ვეხმარებით. ეს ასეთ დროს მთავარი რესურსია.





სტუმარი: ლიკა ბარაბაძე - ნეიროფსიქოლოფი, გეშტალტთერაპევტი