Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ფულად გზავნილებზე ახალი რეგულაცია მოსახლეობას არ ეხება"

5a6d7c4e0088b
BM.GE
28.01.18 14:29
810
"ფულად გზავნილებზე ახალი რეგულაცია მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხებათ, რომლებიც ფინანსური შუამავლები არიან და არც ერთ შემთხევაში მოსახლეობას“,- ამის შესახებ "საქმის კურსში" საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა. კიკორიამ განმარტა სებ-ის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს პროვაიდერებად დარეგისტრირება მოუწევთ.

"არსებული კანონმდებლობა, როგორიც საგადახო სისტემებშია, მასთან შესაბამისობაში მოგვყავს გზავნილებთან დაკავშირებული საქმიანობა.
სავალუტო ჯიხურებთანაც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება განხორციელებული. პირველ რიგში არის ის, რომ აქამდე მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით გვქონდა მათი ზედამხედველობის უფლებამოსილება, თუმცა, სავალუტო ჯიხური ჩვეულებრივი ფინანსური შუამავალია და მასზე საქმიანობის მინიმალური სტანდარტები მაინც უნდა ვრცელდებოდეს. აქაც ეროვნული ბანკის მიდგომა მხოლოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხიდან გამომდინარეობს. ძალიან ბევრი პრეტენზია სავალუტო ჯიხურების საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ დაახლოებით 2-3 თვის ვადაში ახალ წესებს შემოვიღებთ, რომელიც სწორედ მომხმარებელთა დაცვისკენ იქნება მიმართული",- განაცხადა კიკორიამ.