Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დაგროვება ქვეყანაში კულტურაში გადადის"

5a8fc0d0805bf
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.18 11:20
896
თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებამ მცირე დეპოზიტებზე იმოქმედა, - ასე პასუხობს ხაზარაძე შეკითხვას, გამოიწვია თუ არა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებამ დეპოზიტების შემცირება.

"ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაგროვება ქვეყანაში კულტურაში გადადის, თანხა გროვდება საზოგადეობაში, რომელიც მიემართება საბანკო სექტორში. ნებისმიერი საპროცენტო შემცირება იწვევს საკრედიტო რესურსის შემცირებას. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო რამდენიმე წლის ტენდენციას, დავინახავთ თუ საიდან სად ჩამოვიდა საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია ორივე მხრივ- ეკონომიკისთვისაც კარგია და ადამიანებისთვისაც იმიტომ, რომ ადამიამები სწავლობენ დაგროვების კულტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ორივე მხარეს დიდ შედეგს მოგვიტანს ეს.

ეს ყველაფერთან კავშირშია, რა თქმა უნდა, ამანაც იმოქმედა მცირე დეპოზიტებზე, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ვართ ერთ- ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკა რეგიონში",-აცხადებს ხაზარაძე.