16.Dec .2021 13:37

რა იქნება აზარტული თამაშების ბიზნესის შეზღუდვის ეფექტი?

144
Back

პარლამენტი აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას დაჩქარებული წესით განიხილავს. შესაბამისი ცვლილებები რვა კანონში შედის.

პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში კი ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

პროექტის თანახმად, კანონში აისახა თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტება. განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.

ამავე პროექტით, ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში. როგორ ხვდება ბიზნესი ცვლილებებს და რა შეიცვლება ამ ინდუსტრიაში?

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - "სათამაშო ბიზნეს ასოციაციის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.