Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა მიმართულებით დაიხარჯება ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ₾14 მლნ?

BM.GE
25.01.23 13:05
114
ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წელს ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ სტრატეგიულ ბაზრებზე სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები განახორციელებენ. რომელია ქართული ღვინისთვის სტრატეგიული ბაზრები და რა ეფექტი მოაქვს, ბაზრების დივერსიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს?

სტუმარი: ლევან მეხუზლა - "ღვინის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარე;