21.Sep .2021 13:26

რა პირობით გაიხსნებიან მიკრო ბანკები?

Back

მიკრო ბანკების საკანონდებლო ინიციატივაზე მუშაობა დასრულდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით მიკრობანკებს მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით დეპოზიტების მიღებისა და უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობა მიეცემათ. ამასთან 10 მლნ-ით განისაზღვრა მისი დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალის მოცულობაც. რას შეცვლის ბაზარზე ახალი შუამავალი რგოლის გაჩენა და რა გავლენას იქონიებს ის საპროცენტო განაკვეთებზე?