Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა

5a8ad7592e299
თამუნა დემეტრაშვილი
19.02.18 17:55
674
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. პირველი ტენდერი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დეკემბერში გამოაცხადა, უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთადერთი მონაწილე კომპანია Spea Engineering S.p.A ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.

ახალი ტენდერის ღირებულება ასევე 11 მილიონ ლარამდეა და გზების დეპარტამენტი ამჯერად უკვე მეორედ შეეცდება გამოავლინოს კომპანია, რომელიც პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. დაინტერესებულმა კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 16 მარტიდან უნდა წარადგინონ. საპროექტო დოკუმენტები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა მოამზადონ.