Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასებმა უნდა მოიმატოს"

5a8d29c05210d
თელარა გელანტია
21.02.18 12:09
719
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პედაგოგები მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

„სამართლიანი არის, რამეთუ წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს, მათ შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. გვინდა, რომ წავახალისოთ მასწავლებელი, რათა გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია, შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების თემა ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს საკმაოდ მოკლე ვადებში, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდოს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ტექნიკურ პერსონალს სკოლაში საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს.

„ საკმოდ რთულია როგორც პედაგოგის, ასევე ტექნიკური პერსონალის მოღვაწეობა სკოლაში, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატონ“, - განაცხადა ჩხენკელმა.