Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა პროექტი ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ეკონომიკური გაძლიერებისთვის?

BM.GE
17.05.21 11:49
731
მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2021 წლის 21 მაისს ქალაქ ონში სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონული ფორუმი იგეგმება, რომელიც მიზნად რეგიონის სამეწარმეო და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს. ფორუმზე ოფიციალური გახსნის შემდეგ პირველი პანელური დისკუსია გაიმართება ისეთ ა საკითხებზე, როგორიც არის რეგიონში მცხოვრები მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის, შესაბამისი უწყებების და სახელმწიფო სააგენტოების ხედვების, მიმდინარე პროგრამების და დაფინანსების ახალი შესაძლებლობების წარდგენა. გეგმაშია რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების და კონკრეტული პროექტების წარდგენა, ასევე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხილვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის მიმზიდველობას პოტენციური ინვესტორებისთვის.

სტუმრები: ნინო ხუხუა - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia), აღმასრულებელი დირექტორი;
თინათინ ტყეშელაშვილი - UNDP, რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“, პროექტის მენეჯერი.