Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ორი თბოსადგურის ზღვრული ტარიფი გაიზარდა, ორის - შემცირდა

5a38d8120aaa5
დავით ჯალაღონია
19.12.17 13:11
693
ორი თბოსადგურის ზღვრული ტარიფი გაიზარდა, ორის - შემცირდა. ეს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

"გარდაბნის თბოსადგურის" წარმოების ზღვრული ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 8.056 თეთრიდან 8.012 თეთრამდე შემცირდა, "ჯიფაუერის" - 10.537 თეთრიდან 9.431-მდე, "მტკვარი ენერჯის" - 11.358 თეთრიდან 11.512 თეთრამდე გაიზარდა, "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კი - 10.963 თეთრიდან 11.511-მდე.

როგორც სემეკში განმარტავენ, თბოსადგურების ტარიფების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დოლართან მიმართებით ლარის ის გაცვლითი კურსი, რაც ტარიფის დადგენის დღეს აქვს ეროვნულ ბანკს, ანუ 2.55 თეთრი. 

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრია ჩათვლით იქნება ძალაში.