10.May .2021 23:24

რა სახის მარკეტინგულ კამპანია უნდა ჩატარდეს? - " ვაქცინირებული ქვეყნები"

Back

კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალს ტურიზმის ინდუსტრიაც ითვლის. 2021 წლის აპრილში საერთაშორისო მოზაურების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, ანუ ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, 87%-ით შემცირდა. სამაგიეროდ 141%-იანი ზრდა გვაქვს 2020 წელთან შედარებით, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შარშან აპრილში ქვეყანა პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო, ამიტომ ზრდაც ლოგიკურია. PMC კვლევითმა ცენტრმა გააანალიზა მონაცემები - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საქართველოს და ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს. შედეგებზე დაყრდნობით, კვლევითი ორგზანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს, მარკეტინგული კამპანია მიმართონ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა თურქეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ირანი, სომხეთი, აშშ და ისრაელი, რამაც შესაძლოა სექტორის აღდგენა დააჩქაროს. მათივე თქმით, უფრო მეტი ფოკუსი უნდა გაკეთდეს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც ვაქცინირებული ადამიანების წილი მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.