Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა სჭირდება ბიზნესს მეტი ინოვაციურობისთვის? - გაბრიელ მელივა ანალიტიკაში

BM.GE
18.11.22 12:17
125
ციფრული ეკონომიკა 21–ე საუკუნის ბაზვორდი – ე.წ. საკვანძო სიტყვაა. ძალიან საინტერესოა ამ მიმართებით გლობალური ინოვაციების ინდექსის მიდგომა – როგორ შეუძლია ბიზნესს გამოიყენოს ICT - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იმისთვის, რომ ციფრული განვითარება დააჩქაროს.

პირველი ეს არის ICT–ის გამოყენება კვლევისთვის – ამ კუთხით წამყვან დარგებად შეიძლება გამოვყოთ ამ ეტაპზე ბიო და ნანო ტექნოლოგიების განვითარება, ფარმაციის სექტორშია ფართოდ გამოყენებული ICT ტექნოლოგიები კვლევისთვის, ასევე – ბიო– ინფორმატიკა. მეორე ეს არის კარგად განვითარებული ICT როგორც ზოგადი დანიშნულების მქონე ტექნოლოგია – მაგალითად: ხელოვნური ინტელექტი, 3D-ბეჭდვა, რობოტიკა. ინდექსის შეფასებით, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტის სექტორი ჯერ კიდევ ღიაა ასეთი ტიპის ტექნოლოგიებისთვის.

სტუმარი: გაბრიელ მელივა - Kvalifika-ს აღმასრულებელი დირექტორი