Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ვენესუელამ საკუთარი კრიპტოვალუტის გაყიდვით ერთ დღეში $735 მილიონი მიიღო"

5a912db0b7542
BM.GE
24.02.18 17:10
1204
ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ქვეყანამ საკუთარი კროპტოვალუტის El Petro ბრუნვა 20 თებერვალს ღამით დაიწყო და ერთი დღის გაყიდვებისგან 735 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

Reuters და Associated Press აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ამ ოდენობის თანხების შეგროვება. გარდა ამისა, არც გარიგებაში მონაწილე პირების შესახებ არსებობს ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პირველი პირი საკუთარ სოციალურ ქსელში ეროვნული კრიპტოვალუტის წარმატებაზე საუბარს განაგრძობს. მისი განცხადებით, El Petro ვენესუელის ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებას აუცილებლად გამოიწვევს.

Reuters-ის ცნობით, მადურო “ტექნოლოგიური რევოლუციაზე”, "მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულ უფსკრულსა" და "ახალ ეკონომიკურ მოდელზე" საუბრობს. მისი თქმით, ვენესუელამ XXI საუკუნეში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს კომიქსების პერსონაჟად იხსენიებს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლას მადურომ ჯერ კიდევ გასული თვის მიწურულს ბოლივარული ალიანსის 10 ქვეყნის (ALBA) წარმომადგენელს სთხოვა, რომ El Petro-ს შექმნისთვის მხარი დაეჭირათ და ამ საკითხზე ერთად ემუშავათ. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, კრიპტოვალუტას ზურგს ნავთობი გაუმაგრებდა. მართლაც, El Petro-ს ღირებულება ერთ ბარელი ვენესუელურ ნავთობს უდრის და ნავთობის ფასის ცვლილებასთან ერთად დაშვებულია,რომ პარამეტრები შეიცვალოს.აღსანიშნავია, რომ El Petro კრიპტოვალუტების ისტორიაში პირველი სახელმწიფო ელექტრონული ფულია.