Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-ის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა შემცირდა

5a231e827dd1c
BM.GE
03.12.17 12:00
1035
ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ოქტომბერში 80 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ევროობლიგაციებზე კუპონური გადასახადის გადახდა მოხდა 17.9 მლნ დოლარის ოდენობით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზერვებზე კლების მიმართულებით მოქმედებდა კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების შემცირება და ხაზინასთან განხორციელებული ოპერაციები.

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს ინტერვენციები არ განუხორციელებია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7 პროცენტით გამყარდა. აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4767-დან 2.5873- მდე შეიცვალა, ანუ გაუფასურდა 4.5 პროცენტით.

31 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.935 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 808 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.