მიმდინარე წლის მარტში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და ჯამურად 9 114 შეადგინა. როგორც ბმჯის საქსტატიდან მიაწოდეს ინფორმაცია ამ რაოდენობის ფირმები ქვეყანაში პანდემიამდეც არ რეგისტრირდებოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში ამის ნახევარი - 4,620 ახალი სუბიექტი დარეგისტრირდა.
რა წილი მოდის მათგან რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებულ ახალ კომპანიებზე ამ თემაზე მონაცემები ბმჯ-იმ იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა თუმცა თითქმის 1 თვეა მათგან პასუხი არ მიგვიღია, რითაც ცხადია უწყებამ საჯარო ინფორმაციის მიწოდების ვადები დაარღვია.
საქსტატის ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია დარეგისტრირდა, მთლიანად პირველ კვარტალში კი 191 რუსული ბიზნესი. შედარებისთვის პანდემიურ 2020 და 2021 წლებში პირველ კვარტალში ორჯერ ნაკლები რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2019 წლის l კვარტალში ეს მონაცემი 222 იყო, რაც წლევანდელთან შედარებით 16%-ით მეტია.
პირველ კვარტალში საქართველოში ბელარუსის მოქალაქეებმა 77 კომპანია დააფუძნეს, შედარებისთვის 2021 წელს ეს 2 იყო, 2020-ში კი 5 კომპანია.
უკრაინის მოქალაქეებმა პირველ კვარტალში 40 ფირმა დააფუძნეს, წლიურად ეს რაოდენობა 4 კომპანიით არის გაზრდილი.
რა ასახვა ჰპოვა ამან საოფისე ფართების გაქირავებაზე და როგორ შეიცვალა ფასები?
See all the news
All News
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November