Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა შესაძლებლობას აჩენს GRPO-ს მიერ მწვანე ობლიგაციების განთავსება?

BM.GE
01.11.22 18:46
188
GRPO-ს მიერ, GALT&TAGGART-თან და თიბისი კაპიტალთან ერთად პირველი მწვანე ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებით თბილისში პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც “საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების” მიერ ადგილობრივ ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარის პირველი მწვანე ობლიგაციების განთავსებას უკავშირდება. პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ GRPO-ს მიერ $80-მილიონიანი ადგილობრივი განთავსება რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მწვანე ობლიგაციების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ კომპანიებთან.