Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ?

BM.GE
26.04.21 18:30
498
3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე; ასევე, 4-11 მაისს საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა სექტორები, რომელსაც უქმე დღეებში შეზღუდვა არ ეხება, ხოლო ბიზნესს არჩევანის თავისუფლება აქვს და საქმიანობის შეჩერება მათთვის სავალდებულო არ არის.