Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა სურს ბიზნესს პარლამენტისგან?

BM.GE
02.02.23 18:33
109
რა საკითხებზე უნდა იმუშავოს პარლამენტმა, რომ ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს - ამ კითხვით ბიემჯიმ კერძო სექტორს მიმარათა. ბიზნესს სურს, რომ წელს პარლამენტი საქმეზე მეტად ორიენტირებული იყოს. ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ დეპუტატებმა დიდი შრომა უნდა გაწიონ ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი 12 პუნქტის შესასრულებლად. მთავარი აქცენტი დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმაზე კეთდება. ამასთან, საქმიანი წრის წარმომადგებლების სურვილია საკანონმდებლო ორგანომ ნაკლები რეგულაციები მიიღოს, კანონების მიღებამდე კი ბიზნესს მოუსმინონ და მათი ხმა გაითვალისწინონ.