Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ტიპის სესხებს კრძალავს ეროვნული ბანკი

BM.GE
08.12.21 18:46
340
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა. შედეგად 169,700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება. სებ-ი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება მაღალი ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე დგას. დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომასთან ერთად ფინანსური სტაბილურობის კომიტეტიც შეიკიბა, სადაც სავალუტო დაკრედიტებასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის ცენტრალურმა ბანკმა, 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა.