Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ხდება ფოსტის შესახებ კანონპროექტზე?

BM.GE
30.03.22 12:57
315
"ფოსტისა" და "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტები მომზადებულია და უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად წარუდგენენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით, ფოსტის შესახებ კანონზე, განსხვავებით ელექტრონული კომერციისგან, კერძო სექტორთან კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა. 

BMG-მ Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ნინო მენთეშაშვილს კონსულტაციების შესახებ კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტში მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ფოსტის შესახებ კანონი მომზადებულია და მხოლოდ სექტორთან კონსულტაციების ნაწილი დარჩა. მენთეშაშვილი კი ამბობს, რომ ფოსტის შესახებ კანონპროექტის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაცია ბოლოს გასული წლის სექტემბერში ჰქონდათ. 

სტუმარი: ნინო მენთეშაშვილი - #Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი;