Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ზრდის ეკონომიკას?

BM.GE
01.12.22 11:52
119
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით კი ზრდა 10%-ია. საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში. ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია.

სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისის მთავარი ეკონომისტი;