23.Jan .2023 18:29

რამდენად იცავს საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს?

Back

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე საქართველომ სანქციების გვერდის ავლის 1000-ზე მეტი შესაძლო შემთხვევა აღკვეთა.