Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,1%-ით გაიზარდა

5a82917f86fe0
BM.GE
13.02.18 11:18
825
2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 815.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 222.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.6 მლნ. აშშ დოლარი (18.1 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა.