ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2023 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ინფლაცია სავარაუდოდ 3%-ზე დაბალი იქნება, თუმცა, ოპტიმისტური სცენარის მიუხედავად, გუშინდელ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მთლიანად ინფლაციის დონე თებერვალში 8.1%-მდე შემცირდა, კვლავ მაღალი რჩება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რაც 13.8%-ს შეადგენს.
„არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 10 მაისს ჩატარდება.
სტუმარი: მიხეილ კუკავა - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ;
#რედაქტ2 ელენე გოგბერაშვილთან ერთად - ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან / 25.05.2023
LEADx Change Unveils Season 4 of Leadership Accelerator & Public Square Summit
Forbes to be Acquired by Entrepreneur and Philanthropist Austin Russell
Arrival Hosts Yet Another Successful Metaverse Event: A Recap of the Latest Conference
#საქმიანიდილა - 28 აპრილი - პროლოგი
The company "Tam Management" makes an explanation
#forbesკვირა - ქალაქები,სადაც ცხოვრებაში თანხებს გიხდიან
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - სავაჭრო ობიექტების მოლოდინები
როგორ შეიცვალა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 12 წელში?
როდის გაიხსნება რიკოთი?
სახელმწიფო მხარდაჭერის ეფექტიანობა DCFTA-ის ბაზრებზე – ISET-ის კვლევა
"Georgia will be faithful to the European path... I serve this path" - Ambassador of Georgia to France
Cavea plus-ის 6 თვის შედეგები და გამოწვევები
Gold is shining in the new geopolitical world
VR Holding is starting a large-scale and innovative project in Shekvetili
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
State to build Anaklia Port
NG Georgia - თარგმანი ყველა ენაზე
The Rich Often Enjoy Tax Break - Deputy Minister