Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპატრულო მანქანების დაზღვევა 2,5 მილიონი ლარი დაჯდება

5a83ca371abd7
მეგი კავთუაშვილი
14.02.18 09:42
710
საპატრულო პოლიციის მანქანების დაზღვევა სახელმწიფოს 2,5 მილიონი ლარი დაუჯდება. სადაზღვევო მომსახურებაზე ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტმა გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, 769 ავტომანქანა დაეზღვევა. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა 23 თებერვლამდე გახდება ცნობილი.