Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოკარი: ნათობპროდუქტების ბაზრის კვლევაში ძალიან ბევრი უზუსტობა იყო

5a72ea92f0e2c
ელენე გოგბერაშვილი
01.02.18 14:20
813
"სოკარი" კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის ხელახალი მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს bm.ge-სთან აკეთებს. როგოც ცნობილია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ხელახალი მოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს უკან დაუბრუნდა.

"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" გენერალური დირექტორის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რომელიმე მხარის გამართლებას, თუმცა ლევან გიორგაძე აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ძალიან ბევრი უზუსტობა იყო.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ზუსტად ის, რომ საკითხი დაბრუნებულიყო კონკურენციის სააგენტოში ხელახალი განხილვისთვის. არაფერი თავიდან არ დაწყებულა. გადაწყვეტილება სასამართლოში არ იყო არც კომპანიის გამამართლებელი და არც კონკურენციის სააგენტოს გამამართლებელი.

გადაწყვეტილება იყო, რომ უკან დაბრუნდეს და თავიდან განიხილონ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უზუსტობა იყო დასკვნაში", - განუცხადა bm.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან გიორგაძემ.

კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა 2015 წელს დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლართ დააჯარიმა.