Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენი ფერმერი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში?

BM.GE
23.03.23 13:05
177
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია აპრილის ბოლომდე გრძელდება თუმცა სახელმწიფო სუბსიდირებით ფერმერების ნაწილმა უკვე ისარგებლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოლოდინით დახმარება გაზრდის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობას და დაეხმარება თხილის კულტურის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნაც, რომლითაც სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია. რა ეტაპზეა პროცესი მარტის ბოლოსთვის?

სტუმარი: გიორგი თოდუა - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;