Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რამდენი ჰესის მშენებლობა იგეგმება ფინანსური მხარდაჭერის მოქმედი მექანიზმით?

BM.GE
11.01.22 23:29
338
ენერგოსექტორის წარმომადგენლები დარგში არსებულ პრობლემებზე ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილესთან შეხვედრას გეგმავენ. კერძო სექტორი ამჯერად რომეო მიქაუტაძეს გააცნობს საკუთარ ხედვებს, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ინვესტორების მოზიდვა. მანამდე, კი BMG დაინტერესდა, რამდენად მოთხოვნადია განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერისთვის დღეს მოქმედი სქემა. როგორც იცით, დღევანდელი პირობებით, გაყიდულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ინვესტორმა სახელმწიფოსგან შეიძლება მაქსიმუმ 1.5 ცენტი მიიღოს, მხოლოდ 5.5-ცენტიანი ზედა ზღვარის ფარგლებში. რამდენი პროექტი შეთანხმდა მთავრობასთან ამ მოდელით?