23.Jan .2023 23:28

რამდენი მილიარდის გადასახადები მიიღო მთავრობამ? (2022)

112
Back

2022 წელს მთავრობამ ჯამურად, თითქმის 15 მილიარდის ლარის გადასახადები აკრიფა და გეგმა გადაჭარბებით შეასრულა - 100.1%-ით. როგორც ირკვევა, დამატებული ღირებულების გადასახადის სახით ბიუჯეტში შარშან 6 მილიარდი ლარი შევიდა. საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურაში მეორე ყველაზე წონიანი გადასახადი საშემოსავლოა - ფიზიკურმა პირებმა შარშან 4,7 მილიარდი ლარის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადეს.