27.May .2022 10:23

რამდენით გაიზრდება ეკონომიკა?

Back

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2022 წლის II კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი დადებითი იქნება და 3.3%-ით განისაზღვრება. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელი ზრდაწინა წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის და გამოცოცხლებული საგარეო ვაჭრობის შენარჩუნებით არის განპირობებული, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის საბაზისო ეფექტი მნიშვნელოვნად მაღალი იყო. როგორია პროგნოზები ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით და რამდენად ვართ ამ მხრივ ლიდერები?