Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რამდენით გაიზრდება წელს საქართველოს ეკონომიკა?

BM.GE
16.09.21 12:51
402
ხელისუფლება წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გასული 7თვის განმავლობაში დაფიქსირებული საგარეო ვაჭრობის, ფულადი გზავნილებისა და კომპანიების ბრუნვის მაჩვენებლების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა ოპტიმისტური სცენარით 10.2%-ის ფარგლებში გაიზრდება.

მაღალი ეკონომიკური ზრდას პროგნოზირებს ქვეყნის პრემიერიც, ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ზრდა მთავრობის სწორ გადაწყვეტილებებს ეფუძნება რამაც „ბიზნესი დაამშვიდა.“ რა იძლევა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ვარაუდის საფუძვლებს და რას ფიქრობენ სების პოლიტიკაზე ეკონომისტები?

სტუმრები: ირაკლი მაკალათია - ეკონომისტი;
გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი.